დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

თებ05

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე :

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

2017 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის ცენტრში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“.

 

 
იანვ10

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია

 




2017 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N1 (11–12) გამოცემიდან 10 წლის საიუბილეო ნომრის წარდგენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას, ინსტიტუტისა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ცალკეულ ავტორთა პროფესორების რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიას და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს. შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულის მუშაკების ოთარ კვაჭაძის და რევაზ ჭანტურიას ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.

რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი, პროფესორ ეკა ბესელიას წიგნზე “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“.

 

 
დეკ27

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

 
ნოე14

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა

 

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

 

 
ოქტ30

პროექტი „პროფესიული ეთიკის განვითარება“

 

ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით

 

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია

  • მალხაზ ბაძაღუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი

 

პროექტის კოორდინატორები

  • თინათინ ასათიანი ფილოლოგიის დოქტორი
  • მიხეილ ბაძაღუა სამართლის დოქტორი, პროფესორი
  • დავით გუგავა სამართლის დოქტორი, პროფესორი

პროექტის ასისტენტი

  • ლევან ხიტაშვილი სამართალმცოდნე
 
იანვ27

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ალბომის „მასალების ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის“ წარდგენა

 

2017 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

 

 
იანვ27

მეორე გამოცემა „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები ინგლისული და რუსული შესატყვისებით“

 

2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირები ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები ინგლისული და რუსული შესატყვისებით“ რომლის, ავტორია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მეორე გამცემა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარაჭერით, რომელშიც  გათვალისწინებულია პირველ გამოცემაში არსებული ტექნიკური და ტექსტური ხასიათის ხარვეზები,  განხორციელებულია შესწორებები, ცვლილებები და დამატებები, თანამედროვე კრიმინოლოგიაში გამოყებენულ ტერმინებთან დაკავშირებით.

 
გვერდი 1 დან 8

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 168 სტუმარი 

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< მარტი 2018 >
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»