დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

სექ12

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრა მეცნიერ -მკვლევარებთან

2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან. შეხვედრას  უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საკითხები, სტრატეგიული ხედვები, აღნიშნა ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხრიდან გამოქვეყნებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდამჭერ საინფორმაციო მასალაზე და დასმწრე საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და  მეცნიერ-მკვლევარებს მოუწოდა თანამშრომლობისაკენ.

 
სექ04

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერეთაშორისო მხარდაჭერა

 

2017 წლის დეკემბერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია. ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოებამ (ASC) რომელიც ჩართული იყი ამ პროცესში მისი აღმასრულკებელი დირექტორის, პროფესორ კრის ესკრიჯის ხელმძღვანელობით მხარი დაუჭირა აღნიშნულ წამოწყებას და თავის საინფორმაციო ჟურნალში, რომელიც ელექტორნული და ბეჭვდითი სახით ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, გამოაქვეყნა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ინფორმაცია აკადემიი დაარსების, მისი ამოცანებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ, კრიმინოლოგიური პრობლემებით დაინტერესებული საზღვარგარეთის ქვეყნების მეცნიერ-მკვლევარებთან თანამშრომლობის მიზნით.

 
ავლ02

The Criminology Academy of Sciences was founded in Georgia

 

On December 27, 2017, together with higher education institutions, scientists and practical criminologists established the Criminology Academy of Sciences of Georgia and thus, have joined the big family of criminology. It aims at promoting:

- To establish criminology as an independent science in Georgia, it’s development and international integration;

- To carry out scientific and educational projects in criminology and its encouragement;

- To implement the cooperation with international and foreign countries’ criminalistics organizations in order to carry out scientific practical projects, conferences , symposia, periodical publications and some other activities.

 

The academy is ready for cooperation with corresponding organizations, welcomes respectfully authoritative organizations, will consider the recommendations, wishes, and viewpoints in further activity.

 

The founder of the Academy, President

 

Doctor of Law, Professor Malkhaz Badzaghua

 
ავლ02

საქართველოში კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა

 

2017 წლის 27 დეკემბერს მეცნიერი და პრაქტიკოსი კრიმინოლოგების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით დაარსდა და უერთდება კრიმინოლოგიის დიდ ოჯახს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს:

-საქართველოში კრიმინოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებას, განვითარებასა და საერთაშორისო ინტეგრაციას;

-კრიმინოლოგიაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და წახალისებას;

-საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების კრიმინოლოგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სამეცნიერო პრაქტიკული პროექტების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, პერიოდული გამოცემებისა და სხვა აქტივობის განხორციელებას.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე მზად არის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობისთვის, მიესალმება და პატივად მიიღებს ავტორიტეტულ ორგანიზაციების შედეგზე ორიენტირებულ ყველა რეკომენდაციას, სურვილს, მოსაზრებას და გაითვალისწინებს მას შემდგომ საქმიანობაში.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი

 

სამართლის დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 
მაი24

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა

 

2018 წლის 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას სახემძღვანელოს „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“ წარდგენა, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და ა.(ა) ი.პ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით. .მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
მაი17

ურთიერთთანამშრომლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 
მარ27

ტრენინგი ბათუმის წარმომადგენლობაში

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პროფესიული ეთიკის განვითარების ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, 2018 წლის 2-3 მარტს ჩატარდა სპეციალური სასწავლო კურსი, პროფესიული ეთიკა, საჯარო - სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში. აქვე გაიმართა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის პროფესიული ეთიკის საფუძვლები წარდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბათუმის, ქედის, ხულო, ხელვაჩაურის რაიონების მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეებმა, უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორ-მასწავლებლებმა.

 
გვერდი 1 დან 9

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 69 სტუმარი 

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< მაისი 2018 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»