დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ,,თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები”

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ინიციატივით, 2010 წლის 21 დეკემბერს, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები".

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები. კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს პროფესორებმა ჯემალ ჯანაშიამ, მანანა მოსულიშვილმა, გიორგი ღლონტმა, მიხეილ გაბინიამ და მალხაზ ბაძაღუამ.

დაისვა საკითხი კონფერენციის მასალების ელექტრონული და ბეჭვდითი სახით გამოცემაზე ჟურნალში "კრიმინოლოგი".

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი და

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

2010 წლის 21 დეკემბერი, 15 საათი

სტუდენტური-სამეცნიერო კონფერენცია:

“თანამედროვე მსოფლიო წესრიგი _ დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები”

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ:

1. ნინო კიკალიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი.

თემა: “ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციები – თანამედროვე მსოფლიო წესრიგის საფრთხე;”

2. აკაკი ჩალათაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი.

თემა: “მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – გენოციდი;”

3. რუსუდან მეფარიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრი.

თემა: “გენოციდი – კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული;”

4. ქეთევან ბაუჟაძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

თემა: “ტერორიზმი – საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული;”

5. სოფიკო ჭელიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

თემა: “ტერორიზმის გამოწვევები თანემდროვე საქრთველოში;”

6. ვანო გენებაშვილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

თემა: “დანაშაულობა, როგორც თანამედროვე საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი მოვლენა;”

7. ილია ბასილაშვილი, ილია ასანაშვილი – თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები.

თემა “დამნაშავის პიროვნების საკითხი კრიმინოლოგიაში;”

8. მაკა ედიშერაშვილი - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

თემა: “ვიქტიმოლოგია- დანაშაულის მსხვერპლის პრობლემა თანამედროვე საზოგადოებაში;”

9. ნათია ბუცხრიკიძე - თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

თემა: “ლატენტური დანაშაულობა თანამედროვე საზოგადოებაში;”

10. გვანცა წულუკიძე - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

თემა: “ნარკოტიკების არასამედიცინო დანიშნულებით მომხმარებლების პასუხისმგებლობის სამართლებრივი პრობლემები;”

11. ელენე ჩომახიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი.

თემა: “ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგის მიზეზები და ძირითადი ვექტორები;”

12. ილია ტორუა - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

თემა: “ქვეყნის შიდა ტრეფიკინგის თავიდან აცილების კრიმინოლოგიური ღონისძიებები;”

13. ნინო ნანიტაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი.

თემა: “სოციალური ტერორიზმი – საზოგადოება როგორც ტერორიზმის მსხვერპლი;”

14. გიგა გიგაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

თემა: “ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლები;”

 

კომენტარები 

 
0 #1 porvozik 2011-03-28 00:13 Пожалуйста сделайте зеркало одним архивом желательно на депозит или на ифолдер)) ციტირება
 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 52 სტუმარი 


ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»