დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მრგვალი მაგიდა “კრიმინოლოგია საზოგადოების განვითარებაში”

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2010 წლის 11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა "კრიმინოლოგია საზოგადოების განვითარებაში".

მოხსენებებით გამოვიდნენ:

1. ბაძაღუა მალხაზი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი; დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების . ცენტრის ხელმძღვანელი. ჟურნალ "კრიმინოლოგის" მთავარი რედაქტორი.

თემა: "დანაშაულობა და კრიმინოლოგია თანამედროვე საზოგადოებაში"

2. თოდრია გიორგი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

თბილისის ეკონომიკური ურთიერთობების სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი. ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თემა: "სამართალი და კრიმინოლოგიური აზროვნება"

3. ჯანაშია ჯემალი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი.ჟურნალ "კრიმინოლოგის" სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თემა: "კრიმინოლოგიური კვლევების როლი რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტაში"

4. კვაშილავა ალექსანდრე – საქართველოს ჰუმანიტარულ ეკონომიკური უნივერსიტეტის და გორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი.

თემა: "კრიმინოლოგია, როგორც დამნაშავეობასთან ბრძოლისთვის აუცილებელი მეცნიერება."

5. ჭანტურია ცირა – ციხის რეფორმის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

პროგრამის კოორდინატორი; ჟურნალ "კრიმინოლოგი"-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.

თემა: "კრიმინოლოგიის როლი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში"

6. დაუთაშვილი პეტრე – საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

თემა: "კრიმინოლოგიის თანამედროვე პრობლემები- სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში"

7. შაქარაშვილი მარინე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

თემა: "დამნაშავის ფსიქო-ფიზიოლოგიური თავისებურებანი"

8. ბაძაღუა მიხეილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საერთაშორისო იურიდიული ცენტრის დირექტორი. ჟურნალ "კრიმინოლოგის" აღმასრულებელი დირექტორი.

თემა: საზოგადოებრივი აზრი-ადამიანთა ვაჭრობის-ტრეფიკინგის შესახებ;

9. ასანიძე სოფიო - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

თემა: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ზოგიერთი აქტუალური საკითხები შიდა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე"

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გენერალ-ლეიტენანტმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, გენერალ-ლეიტენანტმა გურამ გვეტაძემ, პროფესორმა გიორგი ღლონტმა და სამართლის დოქტორმა რამაზ ბერიძემ.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისათვის და ჟურნალ "კრიმინოლოგის~ სარედაქციო კოლეგიის წევრს, სამართლის დოქტორს რამაზ ბერიძეს გადასცა უნივერსიტეტის სრული პროფესორის ატესტატი.

მრგავალი მაგიდის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და შეიმუშავეს წინადადებები ექსპერტ-კრიმინოლოგთა საბჭოს შექმნის თაობაზე.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 39 სტუმარი 


ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»