დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

მაი24

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობა

 

2018 წლის 18 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას სახემძღვანელოს „პროფესიული ეთიკის საფუძვლები“ წარდგენა, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და ა.(ა) ი.პ დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან თანამშრომლობით. .მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
მაი17

ურთიერთთანამშრომლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 
მარ27

ტრენინგი ბათუმის წარმომადგენლობაში

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პროფესიული ეთიკის განვითარების ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, 2018 წლის 2-3 მარტს ჩატარდა სპეციალური სასწავლო კურსი, პროფესიული ეთიკა, საჯარო - სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში. აქვე გაიმართა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის პროფესიული ეთიკის საფუძვლები წარდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბათუმის, ქედის, ხულო, ხელვაჩაურის რაიონების მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეებმა, უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორ-მასწავლებლებმა.

 
მარ12

პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის გელა ბანძელაძის სახელის მინიჭება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის ,,პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა

 

2018 წლის 24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭრით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერეო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და  ა.(ა).ი.პ. დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთნ თნამშრომლობით განხორციელებული პროექტ „პროფესიული ეთიკის განვითარების’’ ფარგლებში, მოქმედი პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელის მინიჭების ცენერემონიალი, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის „პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა და პროექტის შეჯამება.

 
თებ05

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე :

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

2017 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის ცენტრში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“.

 

 
იანვ10

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია

 




2017 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N1 (11–12) გამოცემიდან 10 წლის საიუბილეო ნომრის წარდგენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას, ინსტიტუტისა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ცალკეულ ავტორთა პროფესორების რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიას და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს. შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულის მუშაკების ოთარ კვაჭაძის და რევაზ ჭანტურიას ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.

რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი, პროფესორ ეკა ბესელიას წიგნზე “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“.

 

 
დეკ27

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

 
გვერდი 1 დან 9

ჩვენი პარტნიორები

საიტზე იმყოფება

 25 სტუმარი 

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2018 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ცენტრის შესახებ

  • ცენტრის მიზნები და ამოცანები »»»
  • ცენტრის საქმიანობის ფორმები »»»
  • ცენტრის ორგანიზაციული სტრუქტურა »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი", ვრცლად »»